ტრენინგის შეჯამება
ამ დღეს შევაჯამეთ ინტელის სასწავლო კურსი; პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. ჩვენ გავეცანით პროექტს, რომელიც მოსწავლეზეა ორიენტირებული. ამ დროს ხდება საკითხის სიღრმისეული შესწავლა. შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო. შევარჩიე სასწავლო პროექტის თემა. განვსაზღვრე თემიდან გამომდინარე მიზნები. გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, შეფასების ხუთ სტრატეგიას. მოსწავლის როლი მოვირგე და შევქმენი მოსწავლის პროდუქტი. პროექტის ფარგლებში ვისწავლე ბლოგზე მუშაობა, დრაივზე ინფორმაციის ატვირთვა და დრაივიდან ბლოგზე ინფორმაციის გაზიარება. განვიხილეთ დიფერენცირება და მოვახდინე ამ ყველაფრის პრეზენტაცია.
Comments
Post a Comment